ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში სასწავლო პროგრამები მაღალსტანდარტულ და კომფორტულ გარემოში ტარდება
აკადემიის სასწავლო კომპლექსი - ეს არის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო ბაზა, რომელსაც არ აქვს ანალოგი საქართველოში. კომპლექსი დაფინანსებულია მსოფლიო ბანკისა და სხვა დონორი ორგანიზაციების პროექტების ფარგლებში.