ვებგვერდი განახლების პროცესშია

სტაჟიორებისათვის

ფინანსთა სამინისტროში სხვადასხვა მიმართულებით პერიოდულად ცხადდება სტაჟირების პროგრამები, რომელთა განხორციელებაშიც აკადემია აქტიურად მონაწილეობს. ამ გზით აკადემია ხელს შეუწყობს სამინისტროს სისტემის დაკომპლექტებას ახალი და კვალიფიციური კადრებით.

სტაჟირების მსურველები გადიან ელექტრონულ რეგისტრაციას, რამდენიმე ეტაპიან შერჩევას და წარმატებული კონკურსანტები იწყებენ სტაჟირებას ფინანსთა სამინისტროს სისტემაში. სტაჟირება სტუდენტებისა, თუ სხვა დაინტერესებული პირების მომავალი დასაქმების რეალურ პერსპექტივებს ქმნის.

ჩვენი მიზანი, შედეგსა და სწავლაზე ორიენტირებული კანდიდატების პოვნაა. აკადემიის სტაჟირების პროგრამა გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას თქვენი კარიერის დაწყებისა და პროფესიული განვითარებისათვის.

ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში სტაჟირების კონკურსის გამოცხადების შემთხვევაში ინფორმაცია განთავსდება აკადემიის ვებ-გვერდზე.


 
 
© 2011 სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემია