ვებგვერდი განახლების პროცესშია

აკადემიის პოლიტიკა

ფინანსთა სამინისტროს აკადემია აქტიურად თანამშრომლობს როგორც სახელმწიფო, ასევე ბიზნეს სექტორთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საუნივერსიტეტო წრეებთან. ახალი სტრატეგიის ფარგლებში აკადემიამ თანამშრომლობის ექვსი ძირითადი მიმართულება შეიმუშავა.

იხილეთ სრულად

შიდა სისტემური თანამშრომლობა

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის უმთავრესი პრიორიტეტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის განვითარებისა და მიმდინარე რეფორმების აქტიური მხარდაჭერაა. ამ მიზნით აკადემია ჩართულია სტაჟირების გზით ახალი კვალიფიციური კადრების მოძიებისა და სისტემაში დასაქმებული თანამშრომლების მომზადება/გადამზადების პროცესში. ხორციელდება ტრეინინგის საჭიროებათა განსაზღვრა და შემდგომ მუშავდება ყველაზე მოთხოვნადი სასერტიფიკაციო და ტრეინინგ-პროგრამები.

 

სახელმწიფო უწყებები

ფინანსთა სამინისტროს აკადემია აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო სექტორტთან და ხელს უწყობს მის განვითარებას, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული მომზადების გზით.
კვალიფიციური კადრები ნებისმიერი უწყების წარმატებისა და სიძლიერის გარანტია. აკადემიის სტაჟირებისა და სასწავლო პროგრამები შემუშავებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მორგებულია სახელმწიფოს მოთხოვნებზე.

ბიზნეს სექტორი

 

ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური განვითარება ძლიერი ბიზნეს სექტორის არსებობაზეა დამოკიდებული. ფინანსთა სამინისტროს რეფორმების პრაქტიკაში წარმატებით დანერგვისა და მზარდი ბიზნეს სექტორის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აკადემიამ კერძო ორგანიზაციებთან ინდივიდუალური მიდგომა და სერვისები შეიმუშავა. კერძო სექტორთან თანამშრომლობა გულისხმობს ბიზნესის საჭიროებების შესწავლას, მათ მოთხოვნებზე მორგებული სასწავლო პროგრამების შემუშავებასა და კონსულტაციების გაწევას.

 

საგანმანათლებლო წრეები

ფინანსთა სამინისტროს აკადემია მიზნად ისახავს ფინანსური განათლება ხელმისაწვდომი გახადოს სასკოლო ასაკიდანვე. რაც მოზარდებს ჩამოუყალიბებს სწორ ხედვას ქვეყნის საფინანსო სისტემაზე, პირადი/საოჯახო და სახელმწიფოს ბიუჯეტის დაგეგმვაზე.
მომავალი თაობის დასაქმებისა და კარიერის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აკადემია აქტურად თანამშრომლობს საუნივერსიტეტო წრეებთანაც. მოქმედი პროგრამები ითვალისწინებს სტუდენტების ჩართვას აკადემიის საგანმანათლებლო და სტაჟირების პროექტებში.

საზოგადოება

ფინანსთა სამინისტროს აკადემია ახორციელებს ახალ სამოქმედო კურსს - ,,ფინანსურად განათლებული საზოგადოება-დასაქმებისთვის“. საზოგადოების მთავარი დაკვეთა დღეს სწორედ კვალიფიციური განათლების მიღება და სამუშაოს მოძიებაა. ამ მიზნით აკადემიაში სასწავლო პროექტები შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისად მუშავდება. მოქმედებს ,,კარიერის განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“ - სერტიფიცირებული მსმენელებისთვის. ამასთან, ხორციელდება სხვადასხვა საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო პროექტები - კერძო სექტორთან, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.
 

საერთაშორისო ორგანიზაციები

ფინანსთა სამინისტროს აკადემია აქტიურად მუშაობს საკუთარი სასწავლო პროგრამების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სრულყოფასა და სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვაზე. ამ მიზნით აკადემია თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების წამყვან სასწავლო დაწესებულებებთან და უცხოელ ექსპერტებთან. ხდება მათი გამოცდილების გაზიარება, სასწავლო პროცესებში ჩართვა და ერთობლივი სასწავლო პროექტების განხორციელება.

 


 

 


 
 
© 2011 სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემია