ვებგვერდი განახლების პროცესშია

მიმდინარე

იხილეთ სრულად

ტრეინინგი თემაზე: „კორუფციის და თაღლითობის პრევენცია“

ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში მიმდინარეობს ტრეინინგი თემაზე: „კორუფციის და თაღლითობის პრევენცია“ რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერითა და ჰარმონიზაციის ცენტრის ინიციატივით ხორციელდება. ტრეინინგს 20-ამდე საჯარო სამსახურის წარმომადგენელი ესწრება. კურსს უძღვება ტრეინერი ინგო ზორგაცი.

IMF- ის ინსტიტუტის სასწავლო კურსი საქართველოში

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ინსტიტუტის ახალ კურსს მასპინძლობს. პროგრამა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ინსტიტუტის ეგიდით ტარდება და მასში მონაწილეობას ქართველ კოლეგებთან ერთად, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის 7 ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ. აკადემიაში სწავლება 24 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება და მას საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინსტიტუტის წამყვანი ექსპერტები წარუძღვებიან. სასწავლო კურსი ,,ფინანსური პროგრამირებისა და პოლიტიკის“ თემაზე ჩატარდება და მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ საერთაშორისო გამოცდილებას, მონაწილე ქვეყნების მაგალითებს. მოხდება არსებული პრობლემების განხილვა და ანალიზი.

ტრეინინგი „ინტელექტუალური საკუთრების უფლება"

ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში, მიმდინარეობს ტრეინინგი თემაზე: „ინტელექტუალური საკუთრების უფლება“ და მასში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობს. ტრეინინგის მიზანია მსმენელებს მიაწოდოს ინფრომაცია ინტელექტუალური საკუთრების უფლებებსა და მათ სტანდარტებზე. აგრეთვე გაეცნონ ევროკავშირის რეგულაციებს და მის ყველა ასპექტს. ტრეინინგის გავლის შედეგად მონაწილეებს ექნებათ ცოდნა: (COPIS) საინფრომაციო ბაზისა და სხვა სტატისტიკურ სისტემის, ტენდეციებისა და რისკის ანალიზის, რისკის პროფილირებისა და შერჩევის, ყოველდღიური ტიპური გამოწვევებისა და ყალბი პროდუქტების აღმოჩენისათვის საჭირო საბაზისო ელემენტების შესახებ.

პროფესიული სასწავლებლების ტრეინინგების მეორე ეტაპი აკადემიაში

ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში განათლების სამინისტროს პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენელთა ტრეინინგების მეორე ეტაპი დაიწყო. ,,ადამიანური რესურსების მართვის“ და პროექტების მართვის მიმართულებით. სწავლებას, 3 ჯგუფად, სახელმწიფო და კერძო კოლეჯების 81 წარმომადგენელი გაივლის. აღნიშნული პროგრამა ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ევროკავშირის პროგრამის - „ხარისხის გაუმჯობესებისა და შესაძლებლობების ზრდის ხელშეწყობის პროგრამა საქართველოში პროფესიული განათლების სექტორში“ - ფარგლებში მიმდინარეობს.

ადამიანური რესურსების მართვის ტრეინინგი

ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ადამიანური რესურსების მართვის ტრეინინგი მიმდინარეობს, რომელშიც ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის და მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობენ. ადამიანური რესურსების მართვის კურსი მიმოიხილავს მასთან დაკავშირებულ თითოეულ მიმართულებას. მსმენელები გაეცნობიან ყველა იმ ტექნიკას და მექანიზმს, რომელიც საჭიროა ადამიანური რესურსების მართვის თითოეული ფუნქციის წარმატებით განსახორციელებლად. ტრენინგზე მიღებული ინფორმაცია იქნება პრაქტიკული ხასიათის. მსმენელებს ექნებათ შესაძლებლობა სწავლების პროცესში გაეცნონ პრაქტიკულ მაგალითებს.

პროფესიული სასწავლებლების ტრეინინგები აკადემიაში

ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში განათლების სამინისტროს პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენელთა ტრეინინგები მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე ,,საჯარო ფინანსების მართვის“ მოკლე კურსს პროფესიული სასწავლებლებიდან 81 მონაწილე 3 ჯგუფად გაივლის. მათ შორის განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, პროფესიული სასწავლებლების ხელმძღვანელი პირები, ფინანსური და შესყიდვების სფეროს მენეჯერები. აღნიშნული პროგრამა ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ევროკავშირის პროგრამის - „ხარისხის გაუმჯობესებისა და შესაძლებლობების ზრდის ხელშეწყობის პროგრამა საქართველოში პროფესიული განათლების სექტორში“ - ფარგლებში მიმდინარეობს.

ტაჯიკეთის ფინანსებისა და ეკონომიკის ინსტიტუტის დელეგაციის ვიზიტი

ფინანსთა სამინისტროს აკადემია ტაჯიკეთის ფინანსთა სამინისტროს ფინანსებისა და ეკონომიკის ინსტიტუტის დელეგაციას მასპინძლობს. ვიზიტი სასწავლო ხასიათს ატარებს და ერთ კვირას გაგრძელდება. აკადემიამ შეიმუშავა სპეციალური პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მსმენელებისათვის ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას ძირითადად ფინანსების (შიდა აუდიტი, ბიუჯეტირება, ფისკალური პროგნოზირება, შესყიდვები) და სასწავლო პროცესების მართვის მიმართულებით. სწავლებაში აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას ფინანსთა სამინისტროს აკადემიის, ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის, მომსახურების სააგენტოს, ანალიტიკური სამსახურის, შემოსავლების სამსახურის და სახელმწიფო ხაზინის წარმომადგენლები. დაგეგმილია აგრეთვე სტუმრებისათვის ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების გაცნობა. კურსის ბოლოს, სასწავლო ტურში მონაწილე პირები ფინანსთა სამინისტროს აკადემიისგან მიიღებენ კურსის გავლის დამადასტურებელ სერთიფიკატებს

ტრეინინგი -„THE FOUNDATIONS OF GRANT WRITING“

ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში, მიმდინარეობს ტრეინინგი თემაზე - „THE FOUNDATIONS OF GRANT WRITING“. ტრეინინგს ატარებს საქართველოში მყოფი ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფანდრაიზერი - არიელა შაპირო. აღნიშნული კურსი დაეხმარება ყველა დაინტერესებულ პირს, კერძო თუ საჯარო სექტორიდან, ისწავლოს გრანტის წერის სპეციფიკა, გრანტის წერის ეტაპები, როგორც შინაარსისა და სტრუქტურის კუთხით, ასევე თუ როგორ უნდა მოიძიოს შესაბამისი დონორი, რომელიც შეძლებს ამა თუ იმ პროექტის დაფინანასებას.

ფინანსთა სამინისტროს აკადემიისა და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივა NEO-ს ერთობლივი პროექტი

საქართველოში უმუშევრობა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური სოციალური პრობლემაა. შრომისუნარიანი მოსახლეობის არსებობის მიუხედავად, უმუშევრობის მაღალი დონე, მეტწილად მათი დაბალი კვალიფიკაციითა და დასაქმების უნარების არ ქონითაა განპირობებული. ამასთან, გაზრდილია შრომითი მიგრაცია. აღნიშნული პრობლემების გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტროს აკადემიამ და USAID-ის პროექტმა, ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივა NEO-მ შეიმუშავეს პროექტი, რომლის ფარგლებშიც, საწყის ეტაპზე, განხორციელდება რეგიონებში შრომის ბაზრის მოთხოვნების შესწავლა და შემდეგ, შესაბამისი მიმართულებებით შრომისუნარიანი მოსახლეობის სწავლება და პროფესიული მომზადება. რაც მათი გრძელვადიანი დასაქმების გარანტი გახდება. პროექტი შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებს მოიცავს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლების ტრეინინგები

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სისტემის თანამშრომელთა ტრეინინგებს იწყებს. ამ მიზნით აკადემიაში მიმდინარეობს სპეციალურად სამინისტროს მოთხოვნებზე მორგებული ტრეინინგ-პროგრამების დამუშავება. დაგეგმილი სასწავლო კურსის მიზანია სამინისტროს თანამშრომლები გაეცნონ სისტემის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას და მათ ყოველდღიურ ფუნქცია-მოვალეობებს. კურსი მიზანმიმართულია სამინისტროს სისტემის ორგანოებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და გუნდურად მუშაობის ხელშეწყობისკენ. სასწავლო პროგრამის გავლის შედეგად სამინისტროს სისტემის თანამშრომლები მიიღებენ აუცილებელ ცოდნას ფინანსთა სამინისტროს საქმიანობისა და პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე, რაც სამინისტროს სისტემის კოორდინირებასა და მუშაობის ეფექტურობას კიდევ უფრო გაზრდის. ფინანსთა სამინისტროს სისტემის გაცნობითი ხასიათის ტრეინინგები გათვლილია სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლებისთვის.

აკადემიის ახალი სასწავლო ცენტრი

 

ფინანსთა სამინისტროს აკადემია მსმენელებს უახლოეს მომავალში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, თანამედროვე ტექნიკითა და აპარატურით აღჭურვილ სასწავლო ცენტრს შესთავაზებს. სადაც განთავსებული იქნება: სასწავლო აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზი, კომპიუტერული და ენების ცენტრები. აკადემიის ახალი სასწავლო აუდიტორიები აღჭურვილი იქნება ქსელური და კომპიუტერული მოწყობილობებით. ცენტრში დამონტაჟდება პროექციული ეკრანები, ინტერაქტიული სენსორული დაფები, ინფორმაციის მიწოდების ხმოვანი და ვიზუალური საშუალებები - რაც სასწავლო პროცესს ბევრად მოსახერხებელსა და აღქმადს გახდის. ენების ცენტრში გამოყენებული იქნება კომპიუტერული და ლინგოფონური გარნიტურა. აკადემიის ახალი სასწავლო ცენტრი ფინანსთა სამინისტროს მიმდებარე ტეროტორიაზე იფუნქციონირებს. ცენტრის ინფრასტრუქტურა ყველანაირ პირობებს შექმნის მსმენელთა ცოდნის ამაღლებისა და პროფესიული განვითარებისთვის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და ცენტრის აღჭურვა.
 

 


 
 
© 2011 სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემია