ვებგვერდი განახლების პროცესშია

ვიდეო გალერეა

ყირგიზეთის ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს აკადემიის სერტიფიკატები გადაეცათ

ყირგიზეთის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რომლებმაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ერთკვირიანი ინტენსიური სასწავლო კურსი გაიარეს, მინისტრის მოადგილემ დავით ლეჟავამ სერტიფიკატები გადასცა.

მემორანდუმი

ფინანსთა სამინისტროს აკადემიასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. მემორანდუმს ხელი მოაწერს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორმა სერგო ნოზაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ.

ტრეინინგი-“მაკროეკონომიკური მოდელირებისა და საბიუჯეტო ოფისის როლი საპარლამენტო პროცესებში"

ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში, თემაზე "მაკროეკონომიკური მოდელირებისა და საბიუჯეტო ოფისის როლი საპარლამენტო პროცესებში", ტრეინინგი ჩატარდა. სასწავლო პროგრამა პარლამენტის საფინანსო და საბიუჯეტო ოფისის 14 და ფინანსთა სამინისტროს 6 თანამშრომელმა გაიარა. პროგრამა საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობას ითვალისწინებდა და კურსის ფარგლებში ტრეინერად მოწვეული იყო ამერიკელი პროფესორი მიჩ მოხტარი, რომელიც მაკროეკონომიკური მოდელირებისა და ფისკალური რეფორმების განმახორციელებელია სხვადასხვა ქვეყნებში.

ახალი სტუდენტური პროექტის გახსნა

ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ახალი სტუდენტური პროექტი ,,სამართლის სკოლა“ გაიხსნა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილ პირველ სასწავლო კურსს - ,,საბანკო სამართლის“ თემაზე - აკადემია მასპინძლობს. ფინანსთა სამინისტროს აკადემია მჭიდროდ თანამშრომლობს სტუდენტურ ორგანიზაციებთან და ხელს უწყობს მათ განვითარებას საგანმანათლებლო მიმართულებით. სამართლის სკოლა მიზნად ისახავს სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას საბანკო სამართალის სფეროში ძირითადი პრობლემური საკითხებისა და საბანკო სექტორის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესწავლა-ანალიზის კუთხით.

გვესტუმრეთ

მოინახულეთ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სასწავლო კომპლექსი ვირტუალურ სივრცეში

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი

ფინანთა სამინისტროს აკადემიასა და ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლას შორის, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, აკადემიის პარტნიორი ორგანიზაციები და ფიზიკური პირები, რომლებიც LSBF-ში გამოცხადებულ მოკლევადიან კურსებზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის შუამდგომლობით დარეგისტრირდებიან, 40%-იანი ფასდაკლებას მიიღებენ. ფინანსთა სამინისტროს აკადემია მსურველებს ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლის წამყვანი პროფესიული კურსების გავლას დისტანციური სწავლების მეთოდით სთავაზობს. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ გაიცემა ორმაგი სერტიფიკატი. მემორანდუმს ხელი ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორმა, სერგო ნოზაძემ და ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, ანა ტორანმა მოაწერეს. .

ფინანსთა სამინისტროს აკადემიამ სავალუტო ფონდის ინსტიტუტის პირველ რეგიონალურ კურსს უმასპინძლა

სასწავლო კურსი თემაზე: ,,მაკროეკონომიკური მართვა და ფისკალური პოლიტიკის საკითხები“ ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში მიმდინარე წლის 20-დან 31 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეგიდით ორგანიზებულ სასწავლო კურსში, ქართველ კოლეგებთან ერთად ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საერთაშორისო სემინარში მონაწილეობა მიიღეს: აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის, ტაჯიკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლებმა. ქართული მხრიდან - ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების, ეროვნული ბანკის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლებმა.

IMF-ის ინსტიტუტის კურსის მონაწილეებმა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მოინახულეს

ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში მიმდინარე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ინსტიტუტის, სასწავლო კურსის მონაწილეებმა, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მოინახულეს. სტუმრები სააგენტოში განხორციელებულ რეფორმებსა და სამუშაო სპეციფიკას გაეცნენ. მომსახურების საგენტოს ხელმძღვანელმა - გრიგოლ ბაიბურთმა მათ ელექტრონული აუქციონის პორტალი და სააგენტოს ინფრასტრუქტურა გააცნო, სტუმრები დაინტერესდნენ ელექტრონული აუქციონის სისტემით, მათ უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა ინტერნეტ ვაჭრობაში.

IMF-ის ინსტიტუტის კურსის მონაწილეებმა შსს-ს მომსახურების სააგენტო მოინახულეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თბილისის სამმართველოს დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის, ტაჯიკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის ფინანსთა სამინისტროებისა და საქართველოს საჯარო უწყებების წარმომადგენლები ესტუმრნენ. დელეგაციის წევრები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში მიმდინარე საერთაშორისო სემინარის ფარგლებში იმყოფებიან. მონაწილეებმა დაათვალიერეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო და ადგილზე გაეცნენ განხორციელებულ რეფორმებსა და არსებულ საზოგადოებრივ სერვისებს.

IMF-ის ინსტიტუტის სასწავლო კურსი ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში

20 მაისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ინსტიტუტის ეგიდით ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში გაიხსნა სასწავლო კურსი თემაზე: „მაკროეკონომიკური მართვა და ფისკალური პოლიტიკის საკითხები“ (Macroeconomic Management and Fiscal Policy Issues). სასწავლო კურსი ოფიციალურად გახსნეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილემ მინ ჟუმ. გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო სსფ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ედვარდ გარდნერმა.

ფინანსთა სამინისტროს აკადემია

ფინანსთა სამინისტროს აკადემია სახელმწიფო-საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც მიზნად ისახავს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა პროფესიული ზრდისა და განვითარების, კარიერული წინსვლის, ახალი კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების ხელშეწყობას, მაღალი სტანდარტების ტრეინინგ-პროგრამების ორგანიზებას ქართველ და უცხოელ ტრეინერებთან თანამშრომლობით.

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი დაიწყო. ახალი კადრების მოზიდვისა და მათი პროფესიული განვითარების მიზნით სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა: ადმინისტრაციულ, იურიდიულ, ქონების განკარგვისა და მარკეტინგის სამსახურებში. ასევე, დასავლეთ საქართველოსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ სამმართველოებში. შერჩეული კანდიდატები მომსახურების სააგენტოში სტაჟირებას ორი თვის განმავლობაში გაივლიან და მიიღებენ ანაზღაურებას თვეში 100 ლარის ოდენობით. სტაჟირების კონკურსის ორგანიზებას ფინანსთა სამინისტროს აკადემია ახორციელებს.

ტრეინერთა შესარჩევი კონკურსი

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიზანია შექმნას საუკეთესო ტრეინინგ-გარემო განათლების მიღების მსურველთათვის და დაინტერესებულია კვალიფიციურ ტრეინერებთან თანამშრომლობით. ამ მიზნით აკადემია კონკურსს რამდენიმე მიმართულებით აცხადებს.

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ახალი სასწავლო კომპლექსის გახსნა

მიმდინარე წლის 14 თებერვალს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ახალი სასწავლო კომპლექსი გაიხსნა. კომპლექსი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით გაკეთდა და ის 160 მსმენელზეა გათვლილი. სასწავლო კომპლექსი ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორმა სერგო ნოზაძემ გახსნეს. ცერემონიალს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი დაიწყო

 ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს გამომძიებლისა და ინსპექტორ-გამომძიებლის პოზიციაზე. სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ორგანიზებას ფინანსთა სამინისტროს აკადემია ახორციელებს. კანდიდატებს ელექტრონული რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ აკადემიის ვებ-გვერდზე www.mofacedemy.ge

ფინანსთა სამინისტროს აკადემიასა და საქართველოს უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

 შეთანხმების თანახმად, მხარეები ერთობლივად განახორციელებენ სასწავლო და საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო პროექტებს. საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება მიეცემათ ჩაერთონ აკადემიის სასერტიფიკაციო, სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამებში.

   

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიასა და მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

ბიზნეს სექტორთან აქტიური თანამშრომლობა და მისი განვითარების ხელშეწყობა ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ერთერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნის მისაღწევად ის ბიზნეს სექტორს საკონსულტაციო მომსახურებასა და მათ მოთხოვნებზე მორგებულ სასწავლო კურსებს სთავაზობს. მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის ფარგლებში აკადემიის საქმიანობისა და სერვისების პრეზენტაციაც მოეწყო.

   

საერთაშორისო ფინანსების თემაზე სასწავლო კურსი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში

15 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ჟენევის სამაგისტრო ინსტიტუტის ორგანიზებით საერთაშორისო ფინანსების თემაზე ერთობლივი ტრეინინგი გაიხსნა. ტრეინინგი გახსნეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ბატონმა დიმიტრი გვინდაძემ და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს SDC-ის რეგიონულმა დირექტორმა ბატონმა რუდოლფ შოხმა.

   

ტრეინინგი ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებისათვის

ორხევის სასწავლო კომპლექსში ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით, საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროებს შორის გაფორმებული ,,2011 წლის ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამის“ ფარგლებში - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებმა მომზადება ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების მიმართულებით გაიარეს.

   

აკადემიის ახალი ვებ-გვერდის პრეზენტაცია

ფინანსთა სამინისტროში საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის სამინისტროს აკადემიის ახალი ვებ-გვერდის პრეზენტაცია გაიმართა.

   

 საქველმოქმედო აქცია

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, სამინისტროს აკადემიისა და ქალაქ რუსთავის მერიის წარმომადგენლებმა რუსთავში მდებარე სამი ბავშვთა სახლი მოინახულეს და აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცეს.

   

 ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სტაჟიორებს აკადემიის სერტიფიკატები გადაეცათ

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სერთიფიკატები საგამოძიებო სამსახურის სტაჟიორებს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ გადასცა. სერთიფიკატი 68 სტაჟიორმა მიიღო, რომელთაც ერთ თვიანი მოსამზადებელი თეორიული და პრაქტიკული კურსი ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში გაიარეს.

   

 ტრეინინგი ეფეტურ მომსახურებაში

ფინანსთა სამინისტროს სისტემის 16-მა თანამშრომელმა მომზადება ეფექტური კომუნიკაციისა და მომსახურების უზრუნველყოფის მიმართულებით ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში გაიარა.

   

 თუშეთში მდებარე საოჯახო სასტუმროების მეპატრონეების ტრეინინგი

ახმეტის რაიონის სოფელ ალვანში თუშეთის საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სერტიფიკატები გადაეცათ. აკადემიის სასწავლო პროგრამა თემაზე - "საგადასახადოს კურსი დამწყები ბიზნესმენებისათვის" 20-მა ადგილობრივმა მონაწილემ გაიარა.

 მემორანდუმი ფინანსთა სამინისტროს აკადემიასა და თსუ-ს შორის

ფინანსთა სამინისტროს აკადემიასა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი აკადემიის დირექტორმა სერგო ნოზაძემ და თსუ-ს რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა მოაწერეს.

 ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟირების კონკურსი

მიმდინარე წლის 3 ინვისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟიორთა კონკურსი გამოცხადდა. მსურველთა რეგისტრაცია და შერჩევა ფინანსთა სამინისტროს აკადემიამ განახორციელა.

   
   
   

 


 
 
© 2011 სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემია