ვებგვერდი განახლების პროცესშია

ელექტრონული სერტიფიცირება

ფინანსთა სამინისტროს აკადემიამ სერტიფიცირების ახალი სისტემა დანერგა. ელექტრონული სერტიფიკატი არის მოსახერხებელი ბარათი, რომელიც იძლევა მაქსიმალურ ინფორმაციას მსმენელის მიერ აკადემიაში გავლილ სასწავლო კურსებზე.
სერტიფიკატზე დატანილია მფლობელის პერსონალური მონაცემები და ინდივიდუალური კოდი. ის აერთიანებს თქვენთვის საჭირო ინფორმაციას ერთ ბარათში და გიმარტივებთ დამსაქმებლებთან ურთიერთობას.
 

ელექტრონული სერტიფიკატის გამოყენების წესი

მარცხნივ მოცემულ ველში შეიყვანეთ პირადი ნომერი და იხილეთ დეტალური ინფორმაცია თქვენს მიერ გავლილ ტრეინინგებზე. კერძოდ: თარიღი, კურსის აღწერა, შეფასება. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ამობეჭდოთ სერტიფიკატის ასლი. ჩვენი სერტიფიკატი არასდროს დაგეკარგებათ, აკადემიის ვებ-გვერდზე ინფორმაცია მუდმივად ინახება და არის მოსახერხებელი მომხმარებლისთვის.


 
 
© 2011 სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემია