ვებგვერდი განახლების პროცესშია

შიდა აუდიტის საფუძვლები

სასწავლო პროგრამის მიზანია სხვადასხვა სამინისტროების შიდა აუდიტის სუბიექტებისათვის მოხდეს თანამედროვე წარმატებული პრაქტიკის, მიდგომების გაზიარება და შიდა აუდიტის საფუძვლების გაცნობა. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას თუ რა განსხვავებაა შიდა აუდიტს და შიდა კონტროლს, შიდა აუდიტსა და ინსპექტირებას შორის. ისწავლიან რისკებზე დაფუძნებული აუდიტის წლიურ დაგეგმვას; შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელების პროცესს, რომელიც მოიცავს მეთოდებისა და აუდიტის ობიეტთან კომუნიკაციის ფორმების გაცნობას. სასწავლო პროგრამა, თეორიულ სწავლებასთან ერთად, დატვირთულია პრატქიკული სამუშაოებით. პროგრამაში წარმოდგენილ პრაქტიკულ მაგალითებში გათვალისწინებულია საერთაშორისო გამოცდილება და ადაბტირებულია ქართულ რეალობასთან.


მიზნობრივი აუდიტორია: საჯარო სექტორის შიდა აუდიტორები, რომლებსაც არ აქვთ გავლილი აღნიშნული კურსი.


ტრენერები: დავით მოდებაძე, ირმა გელანტია-ახვლედიანი, პაატა ხინთიბიძე, ნინი ელიაშვილი


ორგანიზატორიფინანსთა სამინისტროს აკადემია, (აღნიშნული რეფორმის განმახორციელებელი) სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი და GIZ.

 

 ჩატარების თარიღი:    18 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით


ტრენინგის ხანგრძლივობა: 4 სრული დღე -10:00-17:00

 

რეგისტრაცია


 
 
© 2011 სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემია