ვებგვერდი განახლების პროცესშია

შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამა

სასწავლო პროგრამის მიზანია ტრენინგში მონაწილე შიდა აუდიტორებს გააცნოს თანამედროვე მიდგომები და კონცეფციები ხარისხის უზრუნველყოფისა გაუმჯობესების პროგრამის ირგვლივ. აღნიშნული ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნობიან პროგრამის შემადგენელ ფუნდამენტურ ელემენტებს, რომელიც მოიცავს შიდა აუდიტის სუბიექტის საქმიანობის ეფექტურობის შიდა და გარე შეფასებას, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას ზემოაღნიშნული საკითხის ირგვლივ, კერძოდ, შიდა აუდიტორული მომსახურების ხარისხის შეფასების სისტემის დანერგვას, განხორციელებას და შეფასებას. ვინაიდან, შიდა აუდიტის სართაშორისო სტანდარტების მიხედვით, კერძოდ, 1300 სტანდარტის მიხედვით, ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამის შემუშავება ხდება შიდა აუდიტის განმარტებასა და სტანდარტებთან შიდა აუდიტის ფუნქციის შესაბამისობის დასადგენად და ასევე შიდა აუდიტორების მიერ ეთიკის კოდექსის გამოყენების  შესაფასებლად. პროგრამა ასევე აფასებს შიდა აუდიტის ფუნქციის ეფექტურობასა და ეფექტიანობას და ახორციელებს გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენას. დამატებით, ამავე სტანდარტის მიხედვით, შიდა აუდიტის სუბიექტს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია განაცხადოს მისი საქმიანობის შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან თუ ამას ადასტურებს ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამა.

 

მიზნობრივი აუდიტორია: სახელმწიფო დაწესებულებების შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსები;

 

დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობა: 13;

 

ტრენინგის ენა: რუსული,ინგლისური;

 

ტრენერი: საერთაშორისო ექსპერტი ნიჰად ნაკაში;

 

ორგანიზატორი: ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ფინანსთა სამინისტროს აკადემია;

 

ჩატარების თარიღი: 2016 წლის 15-16-17 დეკემბერი;

 

ტრენინგის ხანგრძლივობა: სამი სრული დღე, 10:00 საათიდან - 18:00 საათამდე.

 

რეგისტრაცია დასრულებულია


 
 
© 2011 სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემია