ვებგვერდი განახლების პროცესშია

სამუშაო შეხვედრები

ფინანსთა სამინისტროს აკადემია 16, 20 და 21 მარტს იწყებს სამუშაო შეხვედრებს თემაზე “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმა საქართველო”.

სამუშაო შეხვედრები განკუთვნილია მეორე და მესამე კატეგორიის საწარმოების წარმომადგენლებისთვის: დირექტორების, ფინანსური მენეჯერების, ფინანსური ანგარიშგების წარდგენაზე პასუხისმგებელი პირებისა და ბუღალტრებისთვის.

შეხვედრაზე განიხილება თემები:

  •  “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშებისა და აუდიტის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები ანგარიშგებასთან დაკავშირებით;
  •  მცირე და საშუალო საწარმოთა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის მიმოხილვა
  •  ანგარიშგების ელექტრონული წარდგენის პროცესი.

 

სამუშაო შეხვედრის დაწყების დრო - 17:00 საათი

შეხვედრის ხანგრძლივობა - 2 საათი

ადგილი - ფინანსთა სამინისტროს აკადემია

აუდიტორია ა5, მე-5 სართული

 

გთხოვთ გადახვიდეთ სარეგისტრაციო ბმულზე და აირჩიოთ თქვენთვის სასურველი თარიღი.

 

რეგისტრაცია


 
 
© 2011 სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემია