სტრატეგია

აკადემიის სტრატეგია
სტრატეგიული მიზნები

აკადემია უზრუნველყოფს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა ცოდნის განვითარებასა და პროფესიული უნარების განმტკიცებას, კარიერის მდგრადი განვითარებისა და თვითრეალიზების შესაძლებლობების გაზრდას.

აკადემია გახდება სხვა სახელმწიფო დაწესებულებებისა და კერძო სექტორის სანდო პარტნიორი სასურველი სწავლებისა და საჭირო უნარების განვითარების უზრუნველყოფაში. აკადემია იზრუნებს აღნიშნულ  ორგანიზაციებთან   თანამშრომლობის გაღრმავებაზე, მიაწოდებს მათ აუცილებელ ცოდნას და გამოცდილებას ეკონომიკური თუ ფინანსური მიმართულებით. მოთხოვნის შემთხვევაში კი განახორციელებს სხვა პროფესიული უნარების განვითარებაზე მიმართულ სასწავლო ხასიათის პროექტებს.

აკადემია განამტკიცებს თანამშრომლობას მაღალკვალიფიციურ ტრენერებსა და დარგის ექსპერტებთან, ფინანსთა სამინისტროს სისტემის სპეციალისტებთან, რათა საზოგადოებას შესთავაზოს მაღალი ხარისხის, თანამედროვე, პრაქტიკული, მოქნილი და მსმენელთა მოთხოვნებზე მორგებული სასწავლო პროგრამები.

აკადემია საზოგადოებას შესთავაზებს ახალ პროდუქტებსა და სერვისებს თანამედროვე მეთოდებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით. შეინარჩუნებს და სრულყოფს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ხარისხის მართვის სისტემას.

აკადემია თავისი თანამშრომლებისთვის შექმნის ჯანსაღ, კომფორტულ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს, ხელს შეუწყობს შესაძლებობებისა და უნარების სრულად გამოყენებაში, უზრუნველყოფს მათ პროფესიულ ზრდას და ამგვარად აამაღლებს მოტივაციასა და შრომის ნაყოფიერებას. აკადემია იქნება მუდმივად სასურველი სამუშაო ადგილი.

აკადემია გახდება რეგიონალური ცენტრი ფინანსური მიმართულების პოლიტიკის, კანონმდებლობისა და პრაქტიკის გაზიარების სფეროში. გაღრმავდება თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან გამოცდილების გაცვლის,  სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვისა და ერთობლივი სასწავლო პროექტების  განხორციელების მიზნით.