მისია

აკადემიის მისია

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მისიაა საზოგადოების უზრუნველყოფა მაღალი ხარისხის სასერტიფიკაციო და ტრენინგ პროგრამებით, ადამიანური რესურსის პროფესიონალიზმის დონის ამაღლება და კომპეტენციების გაძლიერება.
ჩვენ ვგეგმავთ, წვლილი შევიტანოთ საზოგადოების ეკონომიკურ წინსვლაში და ვიყოთ სამაგალითო კორპორატიული მოქალაქე ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე. 
ჩვენ გვსურს, დავაკმაყოფილოთ საქართველოში არსებული საჭიროებები პროფესიული ცოდნის, უნარებისა და განვითარების მხრივ, ჩვენი მომხმარებლების, თანამშრომლების თუ საზოგადოებისთვის სასარგებლო და ღირებული ინფორმაციის მოპოვების, ანალიზისა და გავრცელების გზით.