შეხვედრა აკადემიის ტრენერებთან

01 ოქტომბერი, 2018
ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ტრენერებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც აკადემიის თანამშრომლებმა და სტუმრებმა, ისაუბრეს მიზნებზე და დასახეს სამომავლო ერთობლივი გეგმები. აკადემიამ ტრენერებთან ერთად შეიმუშავა სასწავლო წლის კალენდარი განახლებული კურსებით, რომლებიც შემუშავდა მსმენელთა საჭიროებებისა და / თუ საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით.