სემინარი თემაზე: „ორმაგი დაბეგვრის შესახებ კონვენციის გამოყენება“

26 სექტემბერი, 2018
ფინანსთა სამინისტოს აკადემიაში ხელი მოეწერა ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის არსებული მემორანდუმის გახანგრძლივებას, რომლის ფარგლებშიც ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებისთვის ჩატარდა პირველი სემინარი თემაზე „ორმაგი დაბეგვრის შესახებ კონვენციის გამოყენება“.
აღნიშნული სემინარი მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ - ლაშა ხუციშვილმა ჰოლანდიელ ექსპერტებთან ერთად, რომლებიც წარუძღვებიან სემინარის მსვლელობას.
სემინარი ტარდება დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის (BEPS) ინკლუზიური პლატფორმის ფარგლებში.
აღსანიშნავია, რომ BEPS-ის ინკლუზიურ პლატფორმას საქართველო მიუერთდა 2016 წელს და იკისრა ვალდებულება დანერგოს BEPS-ის 4 მინიმალური სტანდარტი.
დეტალური ინფორმაცია BEPS-ის შესახებ იხილეთ შემდგომ ბმულზე: http://www.oecd.org/tax/beps/beps-about.htm