IMF- ის კურსი თემაზე: მოდელირებული მონეტარული პოლიტიკის ანალიზი

02 ნოემბერი, 2018 ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში დასრულდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) სასწავლო კურსი თემაზე: „მოდელირებული მონეტარული პოლიტიკის ანალიზი და პროგნოზირება" (პირველი ნაწილი). მასში მონაწილეობას ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, ეროვნული ბანკისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის თანამშრომლები იღებდნენ. აღნიშნული თემა 12-17 ნოემბერს, სამუშაო შეხვედრების სახით, ფინანსთა სამინისტროში გაგრძელდება. ტრენინგს უძღვებოდნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის უფროსი ეკონომისტი და მისიის ხელმძღვანელი - ფელიპე ზანა, ვენის გაერთიანებული ინსტიტუტის ეკონომისტი - ალექსეი მიკსჯუკი და სართაშორისო სავალუტო ფონდის ეკონომისტი - ადამ რემო.