IMF-ის კურსი თემაზე: მოდელირებული მონეტარული პოლიტიკის ანალიზი

29 ოქტომბერი, 2018
ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მორიგი კურსი დაიწყო თემაზე: „მოდელირებული მონეტარული პოლიტიკის ანალიზი და პროგნოზირება" (პირველი ნაწილი).
კურსი ორგანიზებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთიანი ძალებით და მასში მონაწილეობას ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, ეროვნული ბანკისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის თანამშრომლები იღებენ.
სასწავლო კურსი 29 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, აკადემიაში ჩატარდება ხოლო, 12-17 ნოემბერს, სამუშაო შეხვედრების სახით, ფინანსთა სამინისტროში გაგრძელდება.
ტრენინგს უძღვებიან საერთაშორისო სავალუტო ფონდის უფროსი ეკონომისტი და მისიის ხელმძღვანელი - ფელიპე ზანა, ვენის გაერთიანებული ინსტიტუტის ეკონომისტი - ალექსეი მიკსჯუკი და სართაშორისო სავალუტო ფონდის ეკონომისტი - ადამ რემო.