IMF - ის საერთაშორისო სასწავლო კურსები გრძელდება

01 ივლისი, 2019
ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინსტიტუტთან (ICD) თანამშრომლობით, დაიწყო სასწავლო კურსები თემებზე: „მაკროეკონომიკური დიაგნოსტიკა“ და „მოდელირებული მონეტარული პოლიტიკის ანალიზი და პროგნოზირება" - (ნაწილი II).

კურსები მორგებულია, როგორც ქართველ ისე უცხოელ მონაწილეებზე, რომლებსაც 10 ქვეყნის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების, ეროვნული ბანკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის სამსახურის თანამშრლომლები ესწრებიან.

სავალუტო ფონდის საერთაშორისო სასწავლო პროგრამებში მონაწილეობა, ქვეყანას ეხმარება გახდეს რეგიონის საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ხდება წარმატებული ქართული რეფორმების გაზიარება და მაღალი დონის პროფესიული გადამზადება.