აღრიცხვა და ანგარიშგება ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებში

01 აგვისტო, 2019
ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში, თბილისსა და ბათუმში სახაზინო სამსახურის ინიციატივით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით, ჩატარდა ტრენინგები თემაზე „აღრიცხვა და ანგარიშგება ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებში“.
ტრენინგებს ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობების საფინანსო მიმართულების თანამშრომლები, რათა ხელი შეეწყოს საქართველოს თვითმმართველ ერთეულებში საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) დანერგვას.