აკადემია კურსებს დისტანციურ ფორმატში გააგრძელებს

23 მარტი, 2020  

საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციისა და საზოგადოების ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს აკადემია აგრძელებს სალექციო ტიპის კურსებზე დისტანციურ რეჟიმში მუშაობას, რაც გულისხმობს, რომ აკადემიის დაგეგმილი 8 და მიმდინარე 12 ტრენინგი ჩატარდება შეთანხმებული გრაფიკით დისტანციურად, ონლაინ ჩართვების მეშვეობით.

 

კურსის მსმენელებს მიეცემათ შესაბამისი პროგრამის შესახებ ინსტრუქცია, რომლითაც შეძლებენ სახლიდან გაუსვლელად, საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან დისტანციურად, მარტივად ჩაერთონ მათთვის საინტერესო სასწავლო პროგრამაზე.

 

ონლაინ ჩართვისას, პროგრამა მონაწილეებს აძლევს ყველა იმ შესაძლებლობას, რაც საჭიროა ტრენინგის წარმატებით განხორციელებისთვის - დასვან კითხვები ტრენერთან, შეასრულონ პრაქტიკული დავალებები და მიიღონ სალექციო მასალები.

 

ფინანსთა სამინისტროს აკადემია გისურვებთ ჯანმრთელობას!