აკადემიამ წარმატებით გაიარა საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაცია

20 სექტემბერი, 2019  

გაცნობებთ, რომ აკადემიამ წარმატებით გაიარა სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემიის პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის „მოხელის მენეჯერული უნარები“ და „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსი“ აკრედიტაცია რაც იმას ნიშნავს, რომ აკადემია სრულად აკმაყოფილებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ წაყენებულ მოთხოვნებსა და სტანდარტებს.

შესაბამისად, აკადემიას ექნება უფლება, აღნიშნული პროგრამების ფარგლებში, მოემსახუროს საჯარო სექტორში დანიშნულ პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე რანგის საჯარო მოხელეებს, რაც უზრუნველყოფს საჯარო სამსახურში ახალდასაქმებული კადრების კომპეტენციათა განვითარებას და შესაბამისად, ხელს შეუწყობს საჯარო სექტორის ეფექტურობისა და ეფექტიანობის ზრდას.