აკადემიაში კურსი - "საგადასახადო კანონმდებლობა და აუდიტის განხორციელების პროცედურები" მიმდინარეობს

28 ნოემბერი, 2019
ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში მიმდინარეობს ტრენინგი: "საგადასახადო კანონმდებლობა და აუდიტის განხორციელების პროცედურები".
კურსის მიზანია, მსმენელებს შესძინოს საგადასახადო კოდექსის თეორიული ცოდნა, გააცნოს საგადასახადო აუდიტის ჩატარების ფორმები და სპეციფიკა. ასევე, შეასწავლოს საგადასახადო გამოანგარიშება, რისკ-ფაქტორების დადგენა, საგადასახადო აუდიტით გამოვლენილ დარღვევებზე მტკიცებულებების მოძიებისა და დამუშავების პრინციპები.
კურსს უძღვებიან ტრენერები: ნინო მაისურაძე, ლაშა კობერიძე, ლაშა თუთბერიძე.