აკადემიაში მიმდინარეობს კურსი: როგორ ვმართოთ და განვავითაროთ ბიზნესი

15 ნოემბერი, 2019
ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში მიმდინარეობს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წევრებისთვის დაგეგმილი სასწავლო კურსი „როგორ ვმართოთ და განვავითაროთ ბიზნესი", რომელიც პროექტის უკვე მესამე ნაკადს წარმოადგენს. 

კურსი მორგებულია მცირე და საშუალო ბიზნესის სფეროში დასაქმებული ადამიანების საჭიროებებზე, ითვალისწინებს იმ ცვლილებებისა და გამოწვევების განხილვას, რაც მნიშვნელოვანია ეკონომიკური საქმიანობის წარმატებით განხორციელებისთვის.

აღნიშნული კურსი გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, პროექტ: „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება.