აკადემიაში მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია - ფინანსური ტრენინგების შესაძლებლობების გაძლიერება

25 ნოემბერი, 2019
ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში 25-26 ნოემბერს ხორციელდება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „ფინანსური ტრენინგების შესაძლებლობების გაძლიერება“. 
კონფერენცია ორგანიზებულია ნიდერლანდების ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიერ და წარმოადგენს ნიდერლანდების ფინანსთა სამინისტროს მხარეთა მხარდაჭერის პროგრამის ნაწილს.
შეხვედრებში ევროპის ცხრა ქვეყნის დელეგაცია იღებს მონაწილეობას, სადაც განიხილება თითოეულ ქვეყანაში კონფერენციის მთვარი თემის ირგვლივ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები და ასევე, მუშავდება, ფინანსური ტრენინგების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით, სხვადასხვა მოდელები.