აკადემიაში საგადასახადო კანონმდებლობის კურსი დაიწყო

18 სექტემბერი, 2019
ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში დაიწყო სასწავლო კურსი: "საგადასახადო კანონმდებლობა", რომელსაც აკადემიის ტრენერი იონა კიზირია უძღვება.
კურსის განმავლობაში მონაწილეები შეისწავლიან - საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვალდებულებათა სწორ გამოანგარიშებას და შეიძენენ ადმინისტრირებისა და აღრიცხვისთვის აუცილებელ კომპეტენციებს.
დაინტერესებულ მსმენელებს შესაძლებლობა აქვთ შემდგომი ჯგუფისთვის 15 ნოემბრამდე დარეგისტრირდნენ მოცემულ ბმულზე: 
http://regform.mofacademy.ge/