აკადემიაში სტუდენტური პროექტი დასაქმების ხელშეწყობისთვის დაიწყო

20 ნოემბერი, 2019  

ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში დაიწყო სტუდენტური პროექტი დასაქმების ხელშეწყობისთვის.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები უსასყიდლოდ გაივლიან კურსს: „ფინანსური მენეჯმენტი და ანალიტიკური რეპორტინგი ინგლისურ ენაზე“, სადაც მიიღებენ ცოდნას საქართველოს საფინანსო სისტემისა და საერთაშორისო გამოცდილების შესახებ. ასევე, დაეუფლებიან მონაცემთა დამუშავების ტექნიკებს.
კურსს აკადემიის ტრენერი დავით გამყრელიძე უძღვება.

აკადემია მუდმივად მხარს უჭერს სტუდენტთა დასაქმების ხელშეყობას და შესაბამისად, სამომავლოდაც განაგრძობს აღნიშნული პროგრამების განხორციელებას.