აკადემიაში ტრენინგები თემაზე: "საინვესტიციო წინადადების მომზადება და წარდგენა“ ქალებისთვის ტარდება

22 ოქტომბერი, 2019
ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში კახეთსა და ქვემო ქართლში მცხოვრები ქალებისთვის ტარდება ტრენინგები თემაზე: "საინვესტიციო წინადადების მომზადება და წარდგენა“.
აკადემიაში მიღებული ცოდნა დაეხმარებათ მათ საინვესტიციო წინადადების მომზადებასა და საკუთარი საქმიანობის დაწყების ხელშეწყობაში.

ტრენინგები გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში ტარდება და ხორციელდება კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდისა და "ფონდი ტასო"-ს მხარდაჭერით.