აკადემიის დირექტორის მოადგილე „რიშელიეს ფორუმში“ მონაწილეობდა

30 სექტემბერი, 2019  


26, 27 სექტემბერს, ქ. ოდესაში, ჩატარდა „რიშელიეს ფორუმი“, რომლის მიზანიც იყო საჯარო სექტორში ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში არსებული ტენდენციების, გამოწვევების, აღმოსავლეთ ევროპაში არსებული მიდგომების ანალიზი და გამოცდილების გაზიარება.

აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ 5 ქვეყნის 150 წარმომადგენელი როგორც კერძო, ასევე საჯარო სტრუქტურებიდან, მათ შორის აკადემიის დირექტორის მოადგილე გიორგი რაზმაძე, რომელიც დელეგატთა წინაშე წარდგა მასტერკლასით თემაზე: „ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მუშაობის პრაქტიკა საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების მიმართულებით“.

კონფერენციაზე ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლიც შესაბამისადაც დაიგეგმა უწყებებს შორის პროფესიული საჯარო მოხელის კომპეტენციების განსავითარებელი ღონისძიებების განხორციელება.

აღნიშნული პროექტი განხორციელდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ხელშეწყობით.