ახალგაზრდა მეწარმეთა მხარდაჭერის პროექტი

26 ნოემბერი, 2018 📚📚ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ბათუმის ფილიალში ჩატარდა მე-4 რაუნდი პროექტის - „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტი საქართველოში’’ (Yes-Georgia) ფარგლებში, რომელიც ფონდ ‘’კრისტალის, PH International-ის, სს მისო "კრისტალი"-ისა და ‘’ჯუნიორ ეჩივმენტი’’-ის (Junior Achievement in Georgia) ერთობლივი თანამშრომლობით შედგა. ასევე, პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო ( USAID). 🔹პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების თვითდასაქმებას და დასაქმებას სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების განვითარებით, ახალგაზრდების მიერ შექმნილი მცირე საწარმოების გაძლიერებით, ცოდნის და უნარების მიღების ინოვაციური საშუალებებით და თვისობრივად ახალი ინიციატივების წამოწყებით. 🔹პროექტის შედეგად, 2 თვიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში, რომელიც სპეციალურად მომზადდა ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ, საქართველოს მასშტაბით გადამზადდა 400-ზე მეტი ახალგაზრდა და დაფინანსდა 35 ბიზნესინიციატივა. მომავალი 2 წლის განმავლობაში კი დაგეგმილია დამატებით 400 ახალგაზრდის გადამზადება და 30 ახალი ბიზნესის დაფინანსება.