დაიწყო კურსი: ფინანსური ანგარიშგების მომზადების პრინციპები საჯარო სექტორში

27 ივნისი, 2019

ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში დაიწყო კურსი: "ფინანსური ანგარიშგების მომზადების პრინციპები საჯარო სექტორში“.

აღნიშნული კურსის მიზანია, მსმენელებს შეასწავლოს ფინანსური ანგარიშგების მომზადების ზოგადი პრინციპები საჯარო სექტორში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 

ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეები შეძლებენ დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე ფინანსური ანგარიშგების ფორმების და დანართების მომზადებას.

კურსს აკადემიის ტრენერი ლელა ყურაშვილი უძღვება