ეფექტური მომსახურება და კომუნიკაცია

02 ნოემბერი, 2018 ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში დასრულდა სტუდენტური პროექტის სასწავლო კურსი: "ეფექტური მომსახურება და კომუნიკაცია". 📖ტრენინგში ჩართული იყო 17 მონაწილე, რომლებმაც წარმატებით გადალახეს სტუდენტური პროექტის კონკურსის რამდენიმე ეტაპი. 🔹მონაწილეებმა ტრენინგის შედეგად, შეისწავლეს ეფექტური მომსახურების, მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის ტექნიკები. ასევე, მათ გადაეცათ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სერტიფიკატები. 🔹პროექტის პარტნიორი "აჭარა ჯგუფი" კი უზრუნველყოფს სტუდენტთა სტაჟირებას სხვადასხვა დაწესებულებაში.