ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში მეწარმე ქალებისთვის დაგეგმილი ტრენინგები დასრულდა

23 დეკემბერი, 2019  

ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში მეწარმე ქალებისთვის დაგეგმილი ტრენინგები: "როგორ ვმართოთ და განვავითაროთ ბიზნესი" 3 ჯგუფისთვის დასრულდა.

ფერმერთა ასოციაციის წევრ მეწარმე ქალებს მიღებული ცოდნა საშუალებას მისცემთ თავისი ბიზნესის შემდგომი გეგმები სწორად დასახონ. ასევე, წარმოადგინონ საინვესტიციო წინადადებები და მიიღონ ფინანსური მხარდაჭერა.

სასწავლო კურსები ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში უკვე მე-3 წელია ტარდება, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტ „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ფარგლებში დაიგეგმა.