ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში მიმდინარეობს ტრენინგი "ლიდერობა და მართვა"

13 ნოემბერი, 2019  

ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში მიმდინარეობს ტრენინგი "ლიდერობა და მართვა".
ტრენინგი მოიცავს პრაქტიკულ მაგალითებსა და სავარჯიშოებს, რისი დახმარებითაც ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლები შეისწავლიან თუ რა მიდგომები უნდა გამოვიყენოთ სტრატეგიული მართვისათვის, რატომ არის საჭირო და როგორ ვმართოთ ორგანიზაციული კონფლიქტები, როგორ გვყავდეს მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები და რა უნარების გაუმჯობესებაა აუცილებელი თანამედროვე მენეჯერებისა და გუნდის ეფექტური მართვისთვის.

ტრენინგს აკადემიის ტრენერები გიორგი რაზმაძე და ეკატერინე გოგელაშვილი უძღვებიან.