ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად კურსები დაიწყო

17 თებერვალი, 2020
 
ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში, თბილისსა და ბათუმში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით, საერთაშორისო ტრენინგკურსები დაიწყო.
17 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინსტიტუტსა და  (ICD) საერთაშორისო სავალუტო ფონდის სტატისტიკის დეპარტამენტთან (ST) თანამშრომლობით, აკადემიაში საერთაშორისო ტრენინგკურსები: „ფინანსური განვითარება და ფინანსური ჩართულობა“ და „საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი“ ტარდება.
მათში მონაწილეობას ქართველ კოლეგებთან ერთად, აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა, სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების (უკრაინა, ბელორუსია, მოლდოვა აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი) ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების,  სტატისტიკის დეპარტამენტისა და ეროვნული ბანკების თანამშრომლები იღებენ.

ტრენინგები საერთაშორისო მასშტაბისაა და საქართველოში მეცხრე წელია ხორციელდება, რაც ხელს უწყობს, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და სხვა მონაწილე ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.
ასევე, უზრუნველყოფს ქვეყნის აქტიურ ჩართვას სავალუტო ფონდის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში და ეხმარება ქვეყანას ჩამოყალიბდეს, როგორც რეგიონალური საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ხდება მაღალი დონის პროფესიული გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება და ქართული რეფორმების გაზიარება.
 
ტრენინგკურსებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ვენის გაერთიანებული ინსტიტუტის ეკონომისტები უძღვებიან.