ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში საგადასახადო დეკლარაციების შევსების წესის შესახებ ტრენინგი დაიწყო

24 თებერვალი, 2020
აკადემიაში დაიწყო კურსი: „საგადასახადო დეკლარაციების შევსების წესი და პირადი აღრიცხვის ბარათი“.
კურსის ფარგლებში გათვალისწინებულია 2020 წლის 1 იანვრიდან კანონში შესული ცვლილებების განხილვა, რომელიც ეხება გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის და განაცემების შესახებ ინფორმაციის გაერთიანებასა და ყოველთვიური მოგების გადასახადის დეკლარაციაში „დანართი 12“ დამატების საფუძველზე შესამცირებელი (დასაბრუნებელი) მოგების გადასახადის გაანგარიშების შევსების წესს.
ტრენინგს აკადემიის ტრენერები ხატია ცხვედიანი და ანა რომანენკო უძღვებიან.