ფინანსური ანგარიშგების სტანდარტი მე-4 კატეგორიის საწარმოთათვის

27 ივნისი, 2019
ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში მიმდინარეობს ტრენინგი: „ფინანსური ანგარიშგების სტანდარტი მე-4 კატეგორიის საწარმოთათვის - სტანდარტის და თვითსწავლების მასალების განხილვა“.

მონაწილეები გაეცნობიან მეოთხე კატეგორიის საწარმოთა ფინანსური ანგარიშგების თავისებურებებს, სტანდარტით დაწესებულ სპეციფიკურ მოთხოვნებს, გამარტივებებსა და შეღავათებს.

კურსს აკადემიის ტრენერი ლაშა ღვინიანიძე უძღვება.