ფინანსური კიბერდანაშაულის შესახებ ტრენინგს ევროსაბჭოს ექსპერტ-გამომძიებლები საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისთვის ატარებენ.

03 თებერვალი, 2020
ფინანსთა სამინისტროს აკადემიისა და ევროსაბჭოს ერთობლივი ორგანიზებით, ქ. ბათუმში 5 დღიანი სასწავლო კურსი თემაზე: „ფინანსური კიბერდანაშაული და ელექტრონული მტკიცებულებები" დაიწყო და მასში მონაწილეობას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები იღებენ.
პროექტის მიზანი, საქართველოს საგამოძიებო სფეროში მომუშავე საჯარო მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლებაა.
ტრენინგს ევროსაბჭოს ექსპერტ-გამომძიებლები უძღვებიან.