ფინანსური სასწავლო ცენტრების შესაძლებლობების განვითარება

12 ნოემბერი, 2018 ქალაქ ჰააგაში, ჩატარდა ნიდერლანდების ფინანსებისა და ეკონომიკის ეროვნული აკადემიისა და ფინანსთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული კონფერენცია თემაზე: „ფინანსური სასწავლო ცენტრების შესაძლებლობების განვითარება“, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლები. საქართველოს დელეგაციამ წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე: „ტრენინგები, როგორც საჯარო ფინანსების მართვის გაძლიერების საკვანძო ელემენტი“. კონფერენციისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემია აღიარებული იქნა, როგორც მისაბაძი მაგალითი და საუკეთესო საჯარო სტრუქტურული ერთეული ფინანსურ საკითხებში განათლების გაღრმავების კუთხით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის გამოცდილებაზე დაყრდნობით, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, აკადემიამ გამოთქვა მზაობა უმასპინძლოს მაკედონიისა და მოლდოვის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს და გაუწიოს მათ ექსპერტული დახმარება აკადემიის ჩამოყალიბებასა და შესაძლებლობების გაძლიერებაში. კონფერენციაში აგრეთვე მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ფინანსური სასწავლო ცენტრების ხელმძღვანელები, ევროკომისიისა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის (ბულგარეთი, მოლდოვა, უკრაინა, უნგრეთი, ხორვატია, მაკედონია, სომხეთი, რუმინეთი, მონტენეგრო) ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლები.