გაცნობითი შეხვედრები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში

13 სექტემბერი, 2018
აკადემიის დირექტორი ტარიელ ჭულუხაძე და სასწავლო პროცესების მენეჯერი მარიამ ხვიჩია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, უმაღლესი საბჭოს, სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ხულოს მუნიციპალიტეტის და სხვა საჯარო უწყებების ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ.

როგორც შეხვედრებზე აღინიშნა, უახლოეს მომავალში აკადემიის წარმომადგენლობა ბათუმშიც გაიხსნება და აჭარის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს.

რეგიონის თითოეულ საჯარო უწყებაში ჩატარებული კვლევების შედეგების მიხედვით კადრების გადასამზადებლად შემუშავდება შესაბამისი პროგრამები სხვადასხვა მიმართულებით, რათა ხელი შეეწყოს სახელმწიფო თუ სხვა უწყებების ეფექტურ მუშაობას.