მე-4 კატეგორიის საწარმოთა ფინანსური ანგარიშგების სტანდარტი და ანგარიშგების წარდგენის ახალი სისტემა

12 ივლისი, 2019  

ფინანსთა სამინისტროს აკადემიამ, ბათუმის ფილიალში, უმასპინძლა ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს, რომლის ფარგლებშიც ცნობიერების ამაღლების მიზნით, ჩატარდა პრეზენტაციები თემაზე: „მე-4 კატეგორიის საწარმოთა ფინანსური ანგარიშგების სტანდარტი და ანგარიშგების წარდგენის ახალი სისტემა“.

აღნიშნული ღონისძიება ემსახურება მე-4 კატეგორიის საწარმოთა ინფორმაციულობის ზრდასა და ცოდნის გაზიარებას ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის, წარდგენისა და ახალი სისტემის შესახებ, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება.