მენეჯმენტი სამართალდამცავთათვის

09 ნოემბერი, 2018 ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი: "მენეჯმენტი სამართალდამცავთათვის“. 📖ტრენინგის მიზანი იყო, მონაწილეები გაცნობოდნენ, თუ როგორ განახორციელონ ეფექტურად მენეჯერის უფლებამოსილება, აამაღლონ საპოლიციო დანაყოფის შრომისუნარიანობა და სისტემურად სწორად განახორციელონ საპოლიციო დანაყოფის მართვა. 🔹კურსის შედეგად, მსმენელები შეძლებენ დაქვემდებარებული პირის მოტივაციის ამაღლებას საპოლიციო დანაყოფის სპეციფიკის კონკრეტული მეთოდების გამოყენებით. ასევე, სამსახურში დემოტივატორების იდენტიფიცერებასა და აღმოფხვრას.