პროფესიული გადამზადების კურსები აკადემიის ბათუმის ფილიალში

27 იანვარი, 2020
ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ბათუმის ფილიალში დასრულდა სხვადასხვა მიმართულებით პროფესიული გადამზადების კურსები, რომლებიც კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის თანამშრომლებმა გაიარეს.
მონაწილეებს სერტიფიკატები აკადემიის დირექტორმა ტარიელ ჭულუხაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა გადასცეს.