ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს პროფესიული და აკრედიტირებული კურსები ჩაუტარდათ

06 თებერვალი, 2020


ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა სხვადასხვა მიმართულებით კვალიფიკაცია აიმაღლეს.

ფინანსთა სამინისტროს აკადემიამ სხვადასხვა მიმართულებით პროფესიული გადამზადების კურსები ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისთვის ჩაატარა.

მონაწილეებს აკადემიის სერტიფიკატები ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორმა ტარიელ ჭულუხაძემ, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა კომახიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ გადასცეს.