ქვემო ქართლში მცხოვრები ქალებისთვის დაგეგმილი ტრენინგები დასრულდა

07 ნოემბერი, 2019
ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში კახეთსა და ქვემო ქართლში მცხოვრები ქალებისთვის დაგეგმილი ტრენინგები თემაზე: "საინვესტიციო წინადადების მომზადება და წარდგენა“ დასრულდა.
მონაწილეებმა აკადემიაში მიღებული ცოდნის დახმარებით, წარმოადგინეს საკუთარი საქმიანობის შესახებ პრეზენტაციები და მიიღეს საბოლოო რეკომენდაციები. თითოეულ მათგანს გადაეცა აკადემიის სერტიფიკატი.
ტრენინგები გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში ტარდებოდა და ხორციელდებოდა კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდისა და "ფონდი ტასო"-ს მხარდაჭერით.