რეგიონალური შეხვედრა მოხელეთა გადამზადების ხელშეწყობისთვის

07 დეკემბერი, 2018

ბერლინში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ინიციატივით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, პირველი რეგიონალური შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორი ტარიელ ჭულუხაძე ესწრებოდა.

პროექტი: „მოხელეთა გადამზადების სისტემის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“, მრგვალი მაგიდის ფორმატით წარიმათა, სადაც მოხდა გამოცდილების გაზიარება უკრაინელ, მოლდოველ და ქართველ პარტნიორებს შორის.

საჯარო მოხელეთა გადამზადების სისტემაში საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისა და ერთიანი პლატფორმის შექმნის იდეის ფარგლებში, დაიგეგმა ერთობლივი ტრენინგ-მოდულის შემუშავება, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს აკადემიასა და იუსტიციის სასწავლო ცენტრთან ერთად, განახორციელებს საჯარო სამსახურის ბიურო.

ერთობლივი ტრენინგების მიმართულებები იქნება: ხარისხის მართვა, ეთიკა, ლიდერობა და მენეჯმენტი, რომლებსაც დაესწრებიან უკრაინელი და მოლდოველი კოლეგები. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, მრგვალი მაგიდის მონაწილეთა შეხვედრები, გამოცდილების გაზიარებისა და ერთიანი პლატფორმის შექმნის მიზნით, 2020 წლამდე გაგრძელდება.