რეგიონული პროექტი თემაზე: კონკურენციის სამართლის საფუძვლები

03 ივლისი, 2019
ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებითა და კონკურენციის სააგენტოს ინიციატივით, განხორციელდა რეგიონული პროექტი თემაზე: „კონკურენციის სამართლის საფუძვლები ადმინისტრაციული ორგანოებისთვის“.

აღნიშნული პროექტს მხარს უჭერდა და სრულად აფინანსებდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სამუშაო შეხვედრები ჩატარდა სამეგრელოს, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის და აჭარის ა/რ სახელმწიფო უწყებებისთვის.
შედეგად, პროექტის განმავლობაში გადამზადდა 400-ზე მეტი საჯარო მოხელე.

შეხვედრები მიზნად ისახავდა სახელმწიფო შესყიდვებისა და იურიდიული მიმართულების თანამშრომლებისთვის, კონკურენციის შესახებ კანონმდებლობის გაცნობას, სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კონკურენციის შემზღუდველი ქმედებების და სახელმწიფო შესყიდვების პროცესში ეკონომიკური აგენტების შეთანხმებული ქმედების გამოვლენის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას.

ამჟამად, მიმდინარეობს მუშაობა პროექტის მეორე ეტაპისთვის, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია დამატებით ოთხი რეგიონის გადამზადება.