"როგორ დავიწყოთ ბიზნესი" - ლტოლვილი ქალბატონებისთვის

03 დეკემბერი, 2018 📚ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UNW) მიერ ინიცირებული პროექტი: „როგორ დავიწყოთ ბიზნესი“, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყნიდან ლტოლვილი ქალბატონების სამეწარმეო უნარების განვითარებას, ბიზნესიდეების ჩამოყალიბებას და საკუთარი საქმიანობის დაწყების ხელშეწყობას. 🔹პროექტის ფარგლებში კურსი უკვე გაიარეს ლტოლვილმა ქალბატონებმა უკრაინიდან, ხოლო ამჟამად, სასწავლო კურსი მიმდინარეობს არაბული ქვეყნების წარმომადგენელი ლტოლვილი ქალბატონებისთვის. 🔸აკადემიაში გავლილი კურსი დაეხმარება ლტოლვილ ქალბატონებს მარტივად ინტეგრირდნენ ქართულ საზოგადოებაში, გაეცნონ ქართულ ბიზნესგარემოს და მოახდინონ არსებული ბაზრის მოთხოვნებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, საკუთარი სამეწარმეო პროდუქტის მომხმარებლთან შესაბამისობა. 🔹მნიშვნელოვანია, რომ კურსი შეიქმნა სწორედ აღნიშნული სამიზნე აუდიტორიისთვის, რომლებსაც ჩაუტადათ გასაუბრება რის შედეგადაც, დადგინდა მათი გამოწვეები, ინტერესები და საჭიროებები. სწორედ ამის საფუძველზე დამუშავდა სასწავლო კურსი და დაკომპლექტდა ჯგუფები. 🔸აღსანიშნავია, რომ სწავლების დასრულების შემდეგ, წარმატებული მონაწილეებისთვის, სამეწარმეო საქმიანობის დაწყების ხელშეწყობისთვის გათვალისწინებულია მცირე გრანტების გაცემა. 🔹პროექტი 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება და სამომავლოდ ფინანსთა სამინისტროს აკადემია კიდევ რამდენიმე ჯგუფს გადაამზადებს.