„როგორ ვმართოთ და განვავითაროთ ბიზნესი“- მეწარმე ქალებისთვის

25 ნოემბერი, 2018 📚ფინანსთა სამინისტროს აკადემიამ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წევრებისთვის დაიწყო სასწავლო კურსი „როგორ ვმართოთ და განვავითაროთ ბიზნესი“. წელს პროექტში მონაწილეობას მიიღებს 50 ქალბატონი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო კურსის დაწყებამდე, აკადემიამ პროექტის მონაწილეებს ჩაუტარა პრეტესტი, დაადგინა მათი ცოდნისა და გამოცდილების დონე. ამის შემდგომ, მიღებული შედეგების გათვალისწინებით, შეიქმნა სპეციალური პროგრამა. კურსი მოიცავს 75 საათს, მორგებულია მცირე და საშუალო ბიზნესის სფეროში დაკავებული ადამიანების საჭიროებებზე, ითვალიწინებს იმ ცვლილებებისა და გამოწვევების განხილვას, რაც მნიშნველოვანია ეკონომიკური საქმიანობით დაკავებული ადამიანების წარმატებისთვის. ტრენინგის დროს განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა: საგადასახადო კანონმდებლობა, ბუღალტრული ანგარიშგება, შესყიდვები, კომუნიკაცია, საზოგადოებასთან ურთიერთობა, სოციალური ქსელი, საინვესტიციო წინადადების შემუშავება და წარდგენა. სწავლების დასასრულს ყველა მონაწილე წარმოადგენს სკუთარი ბიზნესის გავითარების/გაფართოების გეგმას და 25 ყველაზე წარმატებული პროექტი დონორისაგან მიიღებს მცირე გრანტს. სწავლება მიმდინარეობს პარალელურად ფინანსთა სამინისტროს აკადემიის თბილისსა და ბათუმის ფილიალში.