საბაჟო დეპარტამენტის სტაჟიორების სასწავლო პროგრამა

17 ოქტომბერი, 2018
ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სტაჟიორები მათთვის შემუშავებულ სასწავლო პროგრამას გაივლიან. პროგრამას მიზანია, სტაჟიორებმა მიიღონ საჭირო თეორიული ცოდნა და განივითარონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომელიც მათ საქმიანობის ეფექტიანად და სწორად განხორციელებაში დაეხმარებათ. სწავლების შედეგად, მსმენელებს ექნებათ საკმარისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ფუნქცია-მოვალეობებისა და დავალებების თანამიმდევრულად, უშუალო ხელმძღვანელის ზედამხედველობის ქვეშ, თუ დამოუკიდებლად შესრულებისათვის. სტაჟიორებს ფინანსთა სამინისტროს აკადემიისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლები მიესალმნენ.