საერთაშორისო სასწავლო კურსი ბათუმში

20 იანვარი, 2020
დღეს, ქ. ბათუმში, ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში მსოფლიო ბანკის მიერ დაგეგმილი სასწავლო კურსი დაიწყო.
კურსი გულისხმობს ტრენერთა ტრენინგს თემაზე: ACCA სერტიფიკატი საერთაშორისო აღრიცხვის სტანდარტები (IPSAS) საჯარო სექტორისთვის.
აღნიშნულ ტრენინგში მსოფლიო ბანკის წევრებთან ერთად, მონაწილეობას ქართველი და უცხოელი ფინანსური და ეკონომიკური წრეების წარმომადგენლები იღებენ.
კურსს ტრენერები მაქსიმ ბესპალოვი და ჟანეტა ანისჩუკი უძღვებიან.