საგამოძიებო სამსახურის სტაჟიორთათვის სასწავლო კურსი დაიწყო

05 დეკემბერი, 2018
ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში საგამოძიებო სამსახურის სტაჟიორებისთვის დაგეგმილი სასწავლო კურსი დაიწყო. კურსის მიზანია, მსმენელებმა მიიღონ საჭირო თეორიული ცოდნა და განივითარონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომელიც მათ საქმიანობის ეფექტიანად და სწორად განხორციელებაში დაეხმარებათ.

სწავლების შედეგად, მსმენელებს ექნებათ საკმარისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ფუნქცია-მოვალეობებისა და დავალებების თანამიმდევრულად, უშუალო ხელმძღვანელის ზედამხედველობის ქვეშ, თუ დამოუკიდებლად შესრულებისათვის.
აღსანიშნავია, რომ სასწავლო კურსი სწორედ საგამოძიებო სამსახურის სტაჟიორთათვის შემუშავდა და 10 მოდულს მოიცავს.