საჯარო შეხვედრა დღგ-ს რეფორმის შესახებ

31 ივლისი, 2019
ევროკავშირის დღგ-ს დირექტივასთან დაახლოების მიზნით, ფინანსთა სამინისტრომ საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონის პროექტის საჯარო განხილვა დაიწყო.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში აუდიტორებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ეწყობა საჯარო განხილვა, რომლის მიზანია, ევროკავშირის დღგ-ის დირექტივასთან დაახლოების მიზნით, საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონის პროექტით გათვალისწინებული სიახლეების გაცნობა.

საჯარო შეხვედრა იმართება: 2019 წლის 6 და 7 აგვისტოს, 11:00 საათზე,
ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ბაზაზე (გორგასლის ქუჩა #10)
დამსწრეთა რაოდენობა: დღე 25 პერსონა
შეხვედრის ხანგრძლივობა: 3 საათი
რეგისტრაცია მიმდინარეობს: 2019 წლის 31 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით
> რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://regform.mofacademy.ge/Lections
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
თამარ ბერიანიძე - 2 26-10-26 შიდა (11 31)

ფინანსთა სამინისტროს პოლიტიკის შესაბამისად, დოკუმენტი საჯარო განხილვისთვის გამოქვეყნებულია ფინანსთა სამინისტროსა www.mof.ge და იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საკანონმდებლო მაცნეს“ https://matsne.gov.ge/ka/document/view/4602816?publication=0 ოფიციალურ ვებგვერდებზე და ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისთვის.
ასევე შენიშვნებისა და წინადადებების გამოგზავნა შესაძლებელია ფინანსთა სამინისტროს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: VATREFORM@MOF.GE

საქართველოს პარლამენტში ინიცირებამდე კანონპროექტის განხილვა მსგავს ფორმატში კიდევ რამდენჯერმე გაიმართება.